logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი სოჭში რაულ ხაჯიმბას შეხვდა
- +

7 აგვისტო. 2019. 01:13

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

„ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით აფხაზეთში დაგეგმილი არჩევნების წინ და დიდი იმედი მაქვს, რომ ის გაიმართება დემოკრატიული პრინციპების მკაცრი დაცვით და ხელს შეუწყობს სამომავლო სტაბილურობას“, - განუცხადა ხაჯიმბამ პუტინს.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner