პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზება გაიზიარა და მის ვარიანტს მხარი ერთხმად დაუჭერა.
პრეზიდენტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტი 84 ხმით გავიდა.
კენჭისყრის წინ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი ვოლკიმ განაცხადა, რომ არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ არსებობს შენიშვნები, რომელსაც ეთანხმებიან.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზება დღეს დეპუტატებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა გააცნო.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადებები შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმს, მოსამართლეთათვის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გამოყენებასა და პლენუმისათვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევას.