ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. შეზღუდვა 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავს უკავშირდება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ცხინვალში დღეს და ხვალ სხვადასხვა ღონისძიების გამართვა იგეგმება.
შეზღუდვა ე.წ. გამშვებ პუნქტებზე 6 აგვისტოს 20:00 საათზე ამოქმედდა და 9 აგვისტოს, 06:00 საათიდან მოიხსნება.