logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისში ქურდობის და შემდეგ დანაშაულის დაფარვის მიზნით ხანძრის გაჩენის ფაქტზე 1 პირი დააკავა
- +

7 აგვისტო. 2019. 13:40

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.გ., ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, თავისი სამუშაო ადგილიდან - ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე ავტომანქანების სახელოსნოში არსებული სეიფიდან 8 000 ლარი მოიპარა, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, სახელოსნოში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner