logo_geo
eng_logo
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
- +

7 აგვისტო. 2019. 18:07

 

„თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნ.ჩ. ერთხმად დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად  12  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

„ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ ნ.ჩ.-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დაადასტურა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. პროკურორებმა წარადგინეს და დაკითხეს ათობით მოწმე, გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი კვალი, რომელთა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ  2018 წლის 25 მარტს,  ნ.ჩ. შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ნ.ნ.-ს საკუთარი ავტომანქანით დაეჯახა და მიანარცხა კედელს, რის შედეგადაც ნ.ნ. გარდაიცვალა.

 

ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ნ.ჩ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

           

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner