logo_geo
eng_logo
სიღნაღის ტყეში ნაპოვნი ადამიანის ძვლების ფრაგმენტები, სავარაუდოდ, ივნისში გაუჩინარებულ 83 წლის მამაკაცს ეკუთვნის
- +

8 აგვისტო. 2019. 02:55

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოდბისხევის ტყეში ნაპოვნი ადამიანის ძვლების ფრაგმენტები, სავარაუდოდ, ივნისში გაუჩინარებულ 83 წლის მამაკაცს ეკუთვნის.

 

ხანდაზმულს ოჯახი თითქმის ორი თვეა ეძებს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ორი შვილი ჰყავს, თუმცა ის სახლში მარტო ცხოვრობდა. თანასოფლელები ვარაუდობენ, რომ ასაკიდან გამომდინარე, მოხუცმა ტყიდან სახლში დაბრუნება ვეღარ შეძლო.

 

ინფორმაცია იმის შესახებ ,რომ ტყეში ნაპოვნი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი აღნიშნულ მამაკაცს ეკუთვნის, „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

 

გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს. ძვლების ფრაგმენტებზე დანიშნულია ექსპერტიზა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner