საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღზე ბრძანებულება გამოსცა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ავრცელებს.
„საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჩოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს", - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერით უკვე გადაეგზავნა პრემიერ-მინისტრს.