logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: „ნაციონალების“ პოლიტიკურად განეიტრალების გარეშე რეალური დეოკუპაცია შეუძლებელია
- +

8 აგვისტო. 2019. 12:00

 

„ნაცმოძრაობა“ დღესაც რევანშისთვის იბრძვის და ცდილობს ამ თემაზე ტაბუების დადებით დამალოს სიმართლე“, - აცხადებს გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

 

მისი თქმით, რევანშისტული ძალის პოლიტიკურად განეიტრალების გარეშე რეალური დეოკუპაცია შეუძლებელია. მისივე თქმით, დეოკუპაციისთვის მნიშვნელოვანია სამშვიდობო და პრინციპული პოლიტიკა.

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე პრინციპულია რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ის არაა პრინციპული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეფასებაში. არადა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ვთქვათ, რომ რევანშისტული ძალის პოლიტიკურად განეიტრალების გარეშე რეალური დეოკუპაცია შეუძლებელია. არსებული დღის წესრიგით შორს ვერ წავალთ - ჩვენ უნდა მოვითხოვოთ პასუხი გარეთ რუსეთისგან და შიგნით მოვთხოვთ პასუხი ყოფილ უმაღლეს მთავარსარდალს მიშას. მშვიდობიანი მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ჩართულობით უალტერნატივოა! საქართველო მშვიდობიანი პოლიტიკით გაერთიანდება!“ - აცხადებს გია აბაშიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner