logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: არ მავიწყდება მაშინდელი ცის ფერი... ასე ნაწამები ცა მას მერე მე არ მინახავს...
- +

8 აგვისტო. 2019. 16:06

 

 

მე ომგამოვლილი თაობა ვარ...

 

ორი ომი მაქვს ნანახი საკუთარი თვალით... პირველად დედის კალთას ამოფარებული ბავშვი ვიყავი და მეორედ - თვითონ ვიყავი დედა.

 

ომს თავისი სუნი აქვს და გემოც აქვს ომს თავისი, რომელიც ყოველი უსიამოვნო შეგრძნებისას მახსენებს ხოლმე თავს...

 

არ მავიწყდება მაშინდელი ცის ფერი... ასე ნაწამები ცა მას მერე მე არ მინახავს და არც მამაჩემის თვალის ირისი მინახავს მას შემდეგ იმ ფერის...

 

ომს არ ჰყავს გამარჯვებული, ომს ჰყავს ერთი მხარე, რომელიც თავს თვლის გამარჯვებულად და მეორე - რომელიც თავს არ თვლის დამარცხებულად...

 

მარადიული ხსოვნა ბიჭებს... მადლობა მათ...

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner