logo_geo
eng_logo
პროკურორი: როდესაც მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ დაკითხულიყო ვახტანგ წერეთელი, სწორედ მაშინ მივმართეთ მას
- +

8 აგვისტო. 2019. 16:27

 

„მას შემდეგ, რაც გავაანალიზეთ მოპოვებული მტკიცებულებები დავდექით ამ აუცილებლობაზე, სწორედ ახლა ვკითხავთ ვახტანგ წერეთელს“, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომელმაც „TV პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ვახტანგ წერეთელი უნდა დაიკითხოს.

 

„გამოძიება განგრძობადი პროცესია. მტკიცებულებების მოპოვება ხდება ეტაპობრივად. ბუნებრივია, ყველა მტკიცებულების ერთდროულად მოპოვება შეუძლებელია, შესაბამისად, როდესაც მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ დაკითხულიყო ვახტანგ წერეთელი, სწორედ მაშინ მივმართეთ მას. მას შემდეგ, რაც გავაანალიზეთ მოპოვებული მტკიცებულებები, დავდექით ამ აუცილებლობაზე და სწორედ ახლა ვკითხავთ ვახტანგ წერეთელს“, - განაცხადა პროკურორმა.

 

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „TV პირველის“ დამფუძნებლის ვატო (ვახტანგ) წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომელზეც ბრალი „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წაყენებული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner