ავტორი ანა ფერაძე
დღეს თამარ სანიკიძემ განათლების მინისტრის პოსტი დატოვა. ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სანიკიძემ ბევრი იშრომა, თუმცა ახალ ეტაპზე ახალი ძალაა საჭირო .
„თამარ სანიკიძემ ძალიან ბევრი იშრომა მინისტრობის პერიოდში. ნაწილობრივ რა პრობლემებიც იყო განათლების კუთხით, გადაჭრა, მაგრამ ახალ ეტაპზე საჭირო გახდა ახალი ძალა. მთავარია, რომ ის „ქართული ოცნების" სიაში რჩება.
ახალ მინისტს, ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას პირადად არ ვიცნობ, თუმცა პრემიერმა ის საკმაოდ კარგად დაახასიათა.
საქმეები ძალიან ბევრია. იმედი მაქვს, რომ ჯეჯელავა ახალი ენერგიით გააგრძელებს მუშაობას", - ამბობს ალექსანდრე ქანთარია.