logo_geo
eng_logo
ხობის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

8 აგვისტო. 2019. 17:05

 

 

 

ხობის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი. სამშობლოს ერთიანობას - გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სიცოცხლე შეეწირა. ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში, მღვდელმა კირიონ დარასელიამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთათვის პანაშვიდი გადაიხადა. მემორიალთან, რუსული აგრესიის ამსახველი ფოტონამუშევრების გამოფენა და გოგა ჭითანავას ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის - „სამშობლო, როგორც უფალი...“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი, ჟურნალისტი მზეკო ჟვანიაა, ხოლო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფ ირაკლი შონიას ნამუშევრები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner