მედიაკავშირ „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი საგარეჯოს არჩევნებზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის გავლენის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მინისტრმა არცევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა.
„რაც შეეხება საგარეჯოს არჩევნების გაყალბებას, ჯარისკაცებს არავინ არაფერს აბრალებს, არჩევნები თინა ხიდაშელმა გააყალბა და ახლა ჯარისკაცებით სპეკულირებს!"- აღნიშნავს მძინარაშვილი.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც 2030-ს პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსისი 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
გამოძიების საფუძველი გახდა არასამთვრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" მიმართვა, რომელიც დეპუტატ გოგი თოფაძის საჯარო განცხადებებს ეხება.
გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს საგარეჯოში არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, გაირკვეს, ადგილი აქვს ცილისწამებას, თუ არჩევნების გაყალბება რეალურად მოხდა.