„რეპორტიორი" გთავაზობთ ამონარიდს რამდენიმე თვის წინანდელი ინტერვიუდან, რომელშიც განათლების ახალი მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა ცოდნის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ვიცნობ მშობლებს, რომლებიც შვილებს ეუბნებიან - „შენ მსოფლიო უნდა შეცვალო!" ჩვენც უნდა ვუთხრათ ახალგაზრდებს, რომ დღეს საქართველოს პატრიოტობა, დღეს ახალი სიმდიდრე არის ცოდნა. დღევანდელის მსგავსი კარგი გარემო არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში იმისთვის, რომ ქართველმა მთელ მსოფლიოში გამოიჩინოს თავი თავისი ცოდნით და თავისი შრომით", - აღნიშნავს ალექსანდრე ჯეჯელავა.