თურქეთში მიწისძვრის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დენიზლის პროვინციაში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, მეზობელ ანტალიასა და მუგლაშიც იგრძნობოდა.