logo_geo
eng_logo
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე კერძო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ლაბორატორიის უფროსი ამხილეს
- +

9 აგვისტო. 2019. 11:31

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, იმერეთის რეგიონში, კერძო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ლაბორატორიის უფროსი ამხილეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის ლაბორატორიული გამოცდის ყალბი ოქმი ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული კატეგორიის დანაშაული ისჯება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3  წლამდე ვადით.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner