მსახიობი გივი ბერიკაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გუშინ გასულ გადაცემა „ინტერვიუს" ეხმიანება და აცხადებს, რომ ინტერვიუ არ უნახავს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცუდს არაფერს იტოდა.
„არ მომისმენია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ცუდს არაფერს იტყოდა!" - განაცხადა ბერიკაშვილმა ambebi.ge-სთან საუბრისას.
კითხვაზე, თუ რატომ არის ასე დარწმუნებული, ბერიკაშვილი პასუხობს:
„რატომ ვარ, შვილო, და იმიტომ! ჩამაცივდით ახლა! რაც მაგ კაცს სიკეთე აქვს გაკეთებული, დამანახეთ მეორე ვინმე!"