ისტორიკოსი დავით გოგიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ ნიკა გვარამია მათ უფსკრულში გადაჩეხავს.
„ურთმელიძის დროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ინსტანციაში რომ იხილებოდა საკითხი, მაშინ მეგობრული რჩევა მოგეცით და გაგაფრთხილეთ: დაგღუპავთ ეგ კაცი საბოლოოდ მეთქი და არ გაითვალისწინეთ.
გეუბნებით კიდევ ერთხელ, გაფრთხილებთ და კეთილგანწყობილად, მეგობრულად გირჩევთ: ნიკა გვარამია უფსკრულში გადაგჩეხავთ. ვფიცავ გულწრფელად გეუბნებით, სიკეთე მინდა თქვენთვის. გაითვალისწინეთ რასაც გეუბნებით. მითქვამს მე ეს", - აცხადებს დავით გოგიშვილი.