11 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს საუკეთესო შვილებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირეს“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ისაუბრა.
„დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ზუსტად 11 წლის წინ, რუსეთის სამხედრო აგრესიას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები შეეწირნენ. ჩვენთვის ეს დღე ემოციურად ძალიან მძიმეა. უთანასწორო ბრძოლაში დავკარგეთ ტერიტორიები, რომელთა გამოც ჩვენი ქვეყნის გმირები თავდაუზოგავად იბრძოდნენ. 11 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს საუკეთესო შვილებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ოკუპაციას არასდროს შეეგუება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.