logo_geo
eng_logo
ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში 8 აგვისტოს ომში დაღუპული 5 ადგილობრივი მეომრის მემორიალური დაფა დაიდგა
- +

8 აგვისტო. 2019. 16:05

 

ამიერიდან სოფელში შესულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება გაიცნოს ახალგაზრდა გმირები: ამირან შაინიძე, ომარ ასლანიძე, ვაჟა შაინიძე, გიორგი შაინიძე და  გიორგი ქათამაძე, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს.

 

კაპრალი  ამირან შაინიძე  2008 წლის 8 აგვისტოს ერგნეთში რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს სამხედრო ტექნიკის დაბომბვისას დაიჭრა და თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.  მას მეუღლე და ორი ქალიშვილი დარჩა.

 26 წლის სერჟანტი ომარ ასლანიძე  ზემო ნიქოზში გმირულად დაიღუპა.

 

23-ე ბატალიონის მე-2 ბრიგადის კაპრალს ვაჟა შაინიძეს სამხედორ სამსახურში მუშაოების 12 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. იგი საომარი მოქმედებების დროს 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ ყელქცეულში სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა. დარჩა მეუღლე და ერთი შვილი.

 

კაპრალი გიორგი შაინიძე 26 წლის იყო, როდესაც  2008 წლის 8 აგვისტოს სოფელ ნიქოზთან გმირულად დაეცა. 2003 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ  კომანდოს ბატალიონში იმსახურა. მონაწილეობდა  ერაყის სამშვიდობო მისიაში.

 

მე-5 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი 23 წლის კაპრალი გიორგი ქათამაძე, სამედიცინო დახმარებას უწევდა დაჭრილ სამხედროებსა და მოსახლეობას. იგი 2008 წელს ცხინვალის დაბომბვისას დაიღუპა. გიორგი ქათამაძეს დარჩა მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი.

 

მემორიალური დაფა ცეცხლაურში  ომში დაღუპული ჯარისკაცების  ოჯახებს იდეა იყო. ადგილობრივი თვითმმართველობისაგან მხარდაჭერილი ინიციატივის განხორციელება ქველმოქმედმა ითავა. 

 

8 აგვისტოს გმირებისთვის პატივის მისაგებად მემორიალთან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  თორნიკე რიჟვაძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და სოფლის მოსახლეობასთან ერთად შეიკრიბა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner