„საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი მხარდაჭერა საქართველოს საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა საუბრობს.
„ჩვენი ხელისუფლების ინტენსიური მუშაობის შედეგად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დეოკუპაციის საკითხი მუდმივად განიხილება საერთაშირისო ტრიბუნებზე, მათ შორის ეუთოს, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის და ნატოს ტრიბუნებზე.
ჩვენი ძალისხმევის შედეგად, პირველად ამოქმედდა საერთაშორისო შემზღუდავი ზომები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით; გაიზარდა საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მიერ რუსეთ - საქართველოს კონფლიქტის თემაზე მიღებული რეზოლუციების, ანგარიშების რაოდენობა.
საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი მხარდაჭერა საქართველოს საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი გუნდი მომავალშიც გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას“, - აღნიშნა ქაცარავამ.