logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილსა და დონალდ ტუსკს შორის შეხვედრა გაიმართება
- +

3 ივნისი. 2016. 21:49


8 ივნისს  ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება. აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30 საათისთვის არის ჩანიშნული.


ამასთან, 6 ივნისს სტრასბურგში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხს განიხილავს.  კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.


როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, შეხვედრაში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანიც მიიღებს მონაწილეობას.


შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციასა და მოახლოებულ საპარალამენტო არჩევნებზე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner