logo_geo
eng_logo
ხობის კულტურის სახლში პირველობა მაგიდის ჩოგბურთსა და ნარდში გაიმართა
- +

9 აგვისტო. 2019. 19:48

 

ქალაქ ხობის კულტურის სახლის ფოიეში პირველობა მაგიდის ჩოგბურთსა და ნარდში გაიმართა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.

 

მაგიდის ჩოგბურთში გოგონათა შორის III ადგილზე გავიდა მეგი უბილავა, II ადგილზე - ლალი კვარაცხელია, ხოლო I ადგილი მარიამ კონჯარიამ მოიპოვა. ვაჟთა შორის III ადგილი მოიპოვა ნოდარ გულუამ, II ადგილი - გიორგი გერგაიამ, ხოლო I ადგილოსანი ედიკა არჯევანიძე გახდა. ნარდში პირველობაზე III ადგილი - ელგუჯა ქარდავამ, II ადგილი - იგორ ჟველიამ, ხოლო I ადგილი კუკურ ქაჯაიამ მოიპოვა.

 

შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა. გამარჯვებულები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner