logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდება
- +

3 ივნისი. 2016. 22:24


2016 წლის 4 ივნისს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) პროფესორები აბიტურიენტებს ორდღიან სემინარს - STEM აკადემიას ჩაუტარებენ.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შაბათს, 4 ივნისს, 10:00 საათზე, ტექნოპარკში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ამერიკელ პროფესორებსა და ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის დისციპლინებით დაინტერსებულ აბიტურიენტებს შეხვდება და სამეცნიერო STEM აკადემიას გახსნილად გამოაცხადებს. ღონისძიების ფარგლებში, ამერიკიდან მოწვეული პროფესორები საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს ორდღიან სემინარს ჩაუტარებენ.


STEM აკადემიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორი საქართველოში ჯენერ ედელმანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი პროფესორი კენ უოლში.


ამერიკელი მეცნიერების საქართველოში ვიზიტის მიზანია საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო (STEM - Science, Technology, Engineering, Math) დარგებით დაინტერესებული უფროსკლასელებს გააცნონ ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის სფეროს უახლესი აღმოჩენები და მიღწევები, აშშ-ის უმაღლესი განათლების სისტემა, საერთაშორისო აკრედიტაციის მნიშვნელობა და სხვა საინტერესო თემები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner