logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამია პროკურატურაში მივიდა
- +

9 აგვისტო. 2019. 19:31

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში მივიდა, სადაც მას ბრალის დადგენილება უნდა გააცნონ.

 

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

 

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner