logo_geo
eng_logo
„რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 7 ივნისს გაგრძელდება
- +

3 ივნისი. 2016. 22:59


„რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში, 7 ივნისს, 10.00 საათზე გაგრძელდება. პროცესი ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას სააპელაციო შესაგებლით გაგრძელდება. ამის შემდეგ „რუსთავი 2"-ის შესაგებელი სიტყვა იგეგმება, ხოლო შემდეგ სასამართლო მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავა.


რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დღეს მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომათა დარბაზიდან „რუსთავი 2"-ის ადვოკატები გააძევა.


ამასთან, კოლეგიამ ადვოკატ დიმიტრი ძაგნიძეს 100 ლარი, თამთა მურადაშვილს 300 ლარი, ხოლო დიმიტრი საძაგლიშვილს 500 ლარი ჯარიმა შეუფარდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner