logo_geo
eng_logo
ლუქსემბურგში ტორნადოს შედეგად 14 ადამიანი დაშავდა
- +

10 აგვისტო. 2019. 12:46

 

ლუქსემბურგში ტორნადოს შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

 

ევროპული ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საერთო ჯამში 200-მდე შენობა დაზიანდა. სტიქიის დროს საფრანგეთისა და ბელგიის მოსაზღვრე რეგიონში საათში 128 კილომეტრის სიჩქარის ქარი დაფიქსირდა.

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ხავიერ ბეტელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ტორნადოს შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

 

ლუქსემბურგთან ერთად, ტორნადო საფრანგეთის ლუქსემბურგთან მოსაზღვრე რეგიონს, მერთი და მოზელის დეპარტამენტს დაატყდა თავს, თუმცა სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner