logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

27 თებერვალი. 2016. 10:20



შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დავით დ. თბილისში, სენაკის ქუჩაზე დააკავეს.



სამართალდამცველებმა, დავით დ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ემ"-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვის" სისტემის 3 პისტოლეტი, კუსტარული წესით დამზადებული 1 რევოლვერი და 82 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.



გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner