ავტორი ანა ნონიკაშვილი
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეპორტიორთან" საუბარში განათლების ყოფილ მინისტრს თამარ სანიკიძეს დადებითად აფასებს.
„თამარ სანიკიძე ერთ-ერთი ენერგიული მინისტრი იყო, რომელიც სამი წლის მანძილზე წინამორბედებთან შედარებით მასწავლებლების ანაზღაურების გაზრდა მოახერხა. მან იმ ორგანიზაციულ პრობლემებზე გააკეთა აქცენტები, რომლებიც სისტემებში არსებობს. სანიკიძემ განახორციელა ის ცვლილებები, რომლებიც გააუმჯობესებს მთლიან სისტემას", - აღნიშნა საყვარელიძემ.
რაც შეეხება ახალ მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას, საყვარელიძე აცხადებს, რომ ჯეჯელავა მასზე კარ შთაბეჭდილებას ტოვებს.
„ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცი მხოლოდ გადაცემებიდან. კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ჯეჯელავა არაა ფსიქოლოგი, მაგრამ რასაც ფიქრობდა თავის გადაცემაში კარგად ჰქონდა გადმოცემული მაყურებლისთვის. ეს თვისებები კარგია პრაქტიკოსისთვის და განათლების მინისტრობის დროს რა თვისებებს გამოავლენს ვნახოთ",- განაცხადა საყვარელიძემ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკადრო ცვლილებები განახორციელა. თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა, ხოლო სანიკიძის ადგილი ალექსანდრე ჯეჯელავამ დაიკავა.