logo_geo
eng_logo
გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა
- +

10 აგვისტო. 2019. 15:44

 

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მიმართა.

 

პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, რა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს უწყება.

 

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

 

ნიკა გვარამიას პროკურატურამ  ბრალის დადგენილება გუშინ გააცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner