„პრემიერ-მინისტრის ადგილას, მაჯლაჯუნა ნიკა გვარამიას უფრო სერიოზულად მოვთხოვდი პასუხს", - ასე გამოეხმაურა დეპუტატი თამაზ მეჭიაური გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომელიც მან "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის საპასუხოდ გააკეთა. ამის შესახებ მეჭიაურმა „მაესტროს" ეთერში საუბრისას განაცხადა.
„ვეთანხმები გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, ალბათ უფრო ადრეც უნდა გაეკეთებინა ასეთი განცხადება და უფრო მკვეთრ ფორმაშიც შეიძლებოდა, უბრალოდ ალბათ შეეშინდა, რომ როგორც მე, ისიც არ მოხვდეს მერე ჰომოფობების და სხვადასხვა კრებულებში. სწორედ აქედან გამომდინარე ბოლომდე არ მისცა ის შეფასება, რასაც გვარამია იმსახურებს.
როცა ამ მედიასაშუალების ეს ე.წ. ხელმძღვანელი პირდაპირ დანიშნული პროკურატურიდან წინა ხელისუფლების მიერ არ დაისაჯა თავის დროზე, ყველა იმ ქმედებებისთვის, რაც ჩადენილი აქვს, მათ შორის სხვადასხვა ტელევიზიის დარბევისა და სხვადასხვა პირების დაჭერისთვის, რომელთა მეგობარიც ახლა არის, უკვე გათავხედდა და გადავიდა იქამდე, რომ მეც და სხვასაც პიროვნულ შეურაცხყოფას გვაყენებს. კი არ აკრიტიკებს ვინმეს, არამედ შეურაცხყოფას აყენებს, მე პრემიერის ადგილზე მაგ მაჯლაჯუნას უფრო სერიოზულად მოვთხოვდი პასუხს", - აღნიშნა მეჭიაურმა.