logo_geo
eng_logo
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
- +

10 აგვისტო. 2019. 19:25

 

 

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000- ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.

 

როგორც ბეჟან ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, მან პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რის შედეგადაც, ის პატიმრობიდან გათავისუფლდა.

 

როგორც ბეჟან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 25 ივლისს 5 პირი დააკავეს, მათ შორის მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე. მათ მიმართ წარდგენილი ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

 

27 ივლისს კი საქალაქო სასამართლომ ამ ადამიანებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner