logo_geo
eng_logo
ამირან გულუაშვილი: დაკითხვაზე ნიკა გვარამიამ „ინტერმედიასთან“ სასესხო ხელშეკრულების არსებობა უარყო
- +

10 აგვისტო. 2019. 21:11

 

 

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ნიკა გვარამიას საქმეზე ისაუბრა და ე.წ. ბინების საკითხზე განმარტება გააკეთა.

 

მისი განცხადებით, გამოძიებას აქვს ლეგიტიმური კითხვები და ეჭვები ნიკა გვარამიასა და შპს „ინტერმედიას“ შორის სასესხო ხელშეკრულების არსებობის რეალურობასთან დაკავშირებით.

 

ამირან გულუაშვილის თქმით, დაცვის მხარის განცხადებები, რომ დაკითხვაზე ე.წ. "ბინების" ეპიზოდზე საუბარი არ ყოფილა, გამოძიებისა და პროკურორების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

 

„ნიკა გვარამიამ პროკურორისა და მოსამართლის წინაშე დასმულ კითხვაზე ხომ არ არსებობდა რაიმე სახის ურთიერთობა მასსა და "ინტერმედიას" შორის, გარდა სარეკლამო დროსთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა, მის დამფუძნებლებთან, მაგალითად იჯარის ან სხვა სახის, მან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განუცხადა პროკურორებს, რომ შპს „ინტრემედიასთან“ სხვა სახის ურთიერთობა არ ჰქონია“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

 

მისი თქმით, ნიკა გვარამიას ეს პასუხი დაკითხვის დოკუმენტშია დაფიქსირებული. ასევე აღნიშნა, რომ პროკურორებისგან საკითხზე დამატებითი კითხვების დასმას აზრი არ ჰქონდა, რადგან მოწმის სტატუსის მქონე ნიკა გვარამიამ დაკითხვაზე ამგვარი ფაქტის არსებობა უარყო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner