logo_geo
eng_logo
რუსეთი დასავლეთ საზღვართან ორ მოტომსროლელ ბრიგადას გადაისვრის
- +

3 ივნისი. 2016. 23:29


რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთი თავის დასავლეთ საზღვართან ორ მოტომსროლელ ბრიგადას გადაისვრის. მოსკოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში NATO-ს წარმომადგენლობის გაზრდას უკავშირდება.



რუსული მედიის ცნობით, პარალელურად სამი ახალი დივიზია იქმნება- ორი დასავლეთ საბრძოლო ოლქის, ერთი კი - სამხრეთის საბრძოლო ოლქის შემდგენლობაში.



კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 23 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner