რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთი თავის დასავლეთ საზღვართან ორ მოტომსროლელ ბრიგადას გადაისვრის. მოსკოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში NATO-ს წარმომადგენლობის გაზრდას უკავშირდება.
რუსული მედიის ცნობით, პარალელურად სამი ახალი დივიზია იქმნება- ორი დასავლეთ საბრძოლო ოლქის, ერთი კი - სამხრეთის საბრძოლო ოლქის შემდგენლობაში.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 23 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადება.