logo_geo
eng_logo
ამირან გულუაშვილი გირაოს გამოყენების დარღვევაზე: მოსამართლე ბრალდებულის პოზიციით შეზღუდული არ არის
- +

10 აგვისტო. 2019. 22:30

 

 

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ნიკა გვარამიას საქმის წარმოებაზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრალდებულის პოზიცია გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, მოსამართლისთვის ბარიერს არ წარმოადგენს.

 

„ბრალდების მხარემ შეაფასა საკანონმდებლო წინაპირობები და ფაქტობრივი გარემოებები, რაც ამ საქმეში არსებობს და მივიჩნევთ, რომ სასამართლოს მიერ გირაოს გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

 

წამყვანის კითხვაზე რა ხდება ამ შემთხვევაში, როცა ნიკა გვარამია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს, პროკურორმა უპასუხა, რომ მოსამართლე დაცვის მხარისა და ბრალდებულის პოზიციით შებოჭილი არ არის.

 

მისივე თქმით, პროკურორებმა და გამომძიებლებმა ამ საქმეზე ზღვა მასალა შეისწავლეს და იმოქმედებს კანონის შესაბამისად, ხოლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ამის პროგნოზირება წინასწარ შეუძლებელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner