logo_geo
eng_logo
დიმიტრი ცქიტიშვილი: არ მგონია, გვარამიას წინააღმდეგ რამე კონსპირაცია იყოს
- +

10 აგვისტო. 2019. 23:08

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის.

 

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ზუგდიდში უთხრა.

 

„არ მგონია, რამე კონსპირაცია იყოს ნიკა გვარამიას მიმართ. ეს არ არის პოლიტიკური ნაბიჯი. თუ მას აქვს დანაშაული ჩადენილი, მოუწევს პასუხისგება, თუ არ აქვს, ის იქნება თავისუფალი“, - აღნიშნა დეპუტატმა.

 

დიმიტრი ცქიტიშვილი ზუგდიდში ბიზნესმენებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებს აცნობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner