საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ზუგდიდში უთხრა.
„არ მგონია, რამე კონსპირაცია იყოს ნიკა გვარამიას მიმართ. ეს არ არის პოლიტიკური ნაბიჯი. თუ მას აქვს დანაშაული ჩადენილი, მოუწევს პასუხისგება, თუ არ აქვს, ის იქნება თავისუფალი“, - აღნიშნა დეპუტატმა.
დიმიტრი ცქიტიშვილი ზუგდიდში ბიზნესმენებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებს აცნობს.