მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში და ყოფილი პარლამენტარი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„კი, ბატონო, ვაპატიოთ, მაგრამ მაინც მეფიქრება, ჩვენთვის არაფერი მოსულა!
ღმერთმა იცის, ციხეში არავისი ყოფნა და დასჯა არ მინდა... მაგრამ ეს ხალხი - კირკიტაძეები, სააკაშვილები, უგულავები და მსგავსნი მიწაზე რომ გვასწორებდნენ „არმატურებით“... რომ გვჩეხავდნენ ყველას განურჩევლად და დღეს კიდევ, როცა საშუალება ეძლევათ, წიხლსაც გვთავაზობენ, რომ არაფერი ვთქვათ გაუგონარ ლანძღვა-გინებაზე და ყოველდღიურ ცილისწამებაზე, ამათთვის ყველაფერი მოსულა?!
ჩვენ სიცოცხლეში ჯოჯოხეთი გამოგვატარა ამ ხალხმა და ჩვენი ღირსება ვინ ?როდის? როგორ უნდა დავიცვათ?!
მეგობრებო, დაიჯერეთ, რომ ამ მგლის ხროვას, როცა საშუალება მიეცემა... აი, კირკიტაძე წიხლებს არ დაგვამადლის, სააკაშვილი კი სიკვდილს, ციხეს და ასე შემდეგ. კი, ბატონო, მოვითმინოთ... ვაპატიოთ... მივუტევოთ, მაგრამ მაინც მეფიქრება ერთი მთავარი... ჩვენთვის არაფერი მოსულა! ეს კარგად ვიცი!!!“, - წერს კურტანიძე.