logo_geo
eng_logo
როგორ იცვლება თბილისი - ინტერვიუ დედაქალაქის მერის მოადგილე, მაია ბითაძესთან
- +

11 აგვისტო. 2019. 01:56

 

 

შეცვლილი სამარშუტო ხაზები, ახალი დერეფნები, რეაბილიტირებული კახეთის გზატკეცილი და უსაფრთხოების ნორმები სამშენებლო ობიექტებზე… ყველა ამ და სხვა აქტუალურ საკითხზე „პრაიმტაიმი“ თბილისის მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს ესაუბრა.

 

- სატრანსპორტო რეფორმა და ახალი დერეფნები, თბილისისთვის საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, როგორ გეგმავს მერია ამ ამბიციასთან გამკლავებას არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში?

 

- ტრანსპორტის იმ რეფორმიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ბევრი სიახლე იქნება. ეტაპობრივად პროცესი მიმდინარეობს და ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ. ტრანსპორტის რეფორმა თავის თავში გულისხმობს ძალიან ბევრ მიმართულებას. მათ შორის, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეტაპობრივად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბევრად ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს და მოსახლეობამ უარი თქვას კერძო ავტომობილებზე. ეს ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის ამომავალი მიზანია, რომლის განხორციელებაში ჩვენ - ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკი, კომპანია „სისტრა“, და აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ელექტრონული მართვის ერთიანი სისტემის დანერგვაში გვეხმარებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

 

- ქალაქის რელიეფის გათვალისწინებით, რთული იქნება ისეთი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, რომლების სიგრძე 18 და 24 მეტრია?

 

რეფორმის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდეს. ამისთვის დასრულებულია პირველი ეტაპი. რაც თავის თავში გულისხმობდა, სამარშუტო სქემების იდენტიფიცირებას, რისთვისაც მოსახლეობა მთელ ქალაქში გამოიკითხა. ასევე გამოვლენილია შინა მეურნეობის კვლევის ის ძირითადი მიმართულებები, სადაც ადამიანები გადაადგილდებიან. ამ კონტექსტში გათვალისწინებულია ყველა პოტენციური ახალი განაშენიანება, რომელიც თბილისში მიმდინარეობს. ასევე დაგეგმილი პროექტები, რომლის ფარგლებშიც კარგად ვიცით, რომ თბილისში იქნება 10 ძირითადი დერეფანი, ეს დიდი გამზირები და ქუჩებია, რომელიც დაახლოებით 76 ქუჩას მოიცავს, სადაც დიდი გაბარიტების მქონე ავტობუსები ივლიან.

 

- რამდენ მგზავრს ემსახურება დღეს არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი?

 

- მოგეხსენებათ, მუდმივად ისმის მოქალაქეების უკმაყოფილება, რომ ტრანსპორტში მგზავრებს ფეხზე დგომა უწევთ. გვაქვს დათვლილი ავტობუსების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩანაცვლდეს 2021 წლის დასაწყისამდე და მთლიანად გამოიცვალოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არ ვაორმაგებთ ავტობუსების რაოდენობას არამედ, ვზრდით მათ გაბარიტებს, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. შესაბამისად, პოტენციალი მგზავრთა ნაკადის გადაყვანის იზრდება ორჯერ. დღეს 48 000 მგზავრის გადაყვანის საშუალებაა, ეს დაახლოებით 98 000 - 100 000 იქნება. იმის ხარჯზე, რომ უპრეცედენტო ზომის ავტობუსები შემოვა. თბილისში 8, 10, 12, 18, 24 მეტრიანი ავტობუსები ივლიან. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ სამარშუტო კომპანიასთან, რომელმაც ვალდებულებას იკისრებს და მთლიანად ჩაანაცვლებს სამარშუტო ქსელს. ზუსტად დათვლილია თუ რა რაოდენობის სამარშუტო ტაქსი უნდა შეიძინონ და რა გაბარიტის. საუბარია 16 ან 19 ადგილიან სამარშუტო ტაქსებზე, რომლებიც ამ ძირითად დერეფანს (რომელი 76 ქუჩისგან შედგება) პატარა ქუჩებთან დააკავშირებს. თბილისის რელიეფიდან გამომდინარე არის ადგილები, სადაც დიდი გაბარიტის მქონდე ავტობუსები ვერ ივლიან.

- მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტის მარშრუტები ხშირად შეცვალეთ. თბილისში არის ადგილები სადაც ადგილობრივები ტრანსპორტის მხრივ დისკომფორტი აქვთ, რას გეგმავს მერია ამ უბნებში?

 

- ყველაზე კომფორტული ოპტიმალური მარშრუტები დგება იმისთვის, რომ არ დუბლირდეს ავტობუსები და სამარშუტო ხაზები. გვაქვს ძალიან ბევრი მოუმსახურებელი ადგილი და მოსახლეობას უჭირს გადაადგილება, ან ნახევარი საათი და მეტი უწევთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაელოდონ. მთლიანად ეს სქემა იშლება და გადაეწყობა 2021 წლისთვის.

 

- არის საუბარი მიწისზედა გადასასვლელების დამატებაზე და როგორც ვიცით, საცობების თავიდან ასარიდებლად იგეგმება დედაქალაქში ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების დამატება.

 

- ამ რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ ქუჩების გადაწყობა ხდება სხვანაირად. დაპროექტდება ასევე შუქნიშნები. მოეწყობა და ეწყობა ბევრი მიწისზედა გადასასვლელი. საბოლოოდ, როდესაც მე ვსაუბრობ, რომ გერმანელები გვეხმარებიან მართვის ერთიან სისტემაში ეს იმას ნიშნავს, რომ გადაადგილება იქნება შეუფერხებელი. დაპროექტებული იქნება ასევე ველობილიკები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში ჩაერთვება. ეს იქნება მომავალი თბილისის პრიორიტეტი და არა ის, რომ გზები გავაფართოოთ და მანქანებმა შეუფერხებლად იარონ. ვქმნით მოდელს, რომელიც მთელ თბილისს ერთიანად დაინახავს.

 

- კონკრეტული უბნები რომ დავასახელოთ, რომელ უბანს გამოყოფდით, სადაც ყველაზე მეტადაა შექმნილი ჩიხური მდგომარეობა?

 

- მერმა დააანონსა, რომ ვიწყებთ პროექტირებას და ზუსტ კვლევას ცოტნე დადიანიდან მარჯვენა სანაპიროს ესტაკადის დაკავშირებასთან მოწყობის თაობაზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მთლიანად განტვირთავს, იმ სატრანსპორტო ჩიხურ მდგომარეობას, რომელიც ცოტნე დადიანზეა შექმნილი. ეს სისტემა მთლიანად აგებულია იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრიორიტეტი გახდეს. - რაც შეეხება გადახდის ერთიან სისტემას, საზოგადოებაში ამ საკითხმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთიანი გადახდის სისტემის ელექტრონული და სამართლებრივ ნაწილზე მუშაობა ახლა მიდის. იმიტომ, რომ ამ სისტემაში, სადაც დღეს შეუძლიათ გადაიხადო.

 

- რაც შეეხება გადახდის ერთიან სისტემას, საზოგადოებაში ამ საკითხმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

 

- ერთიანი გადახდის სისტემის ელექტრონული და სამართლებრივ ნაწილზე მუშაობა ახლა მიდის. იმიტომ, რომ ამ სისტემაში, სადაც დღეს შეუძლიათ გადაიხადონ მეტროსა და ავტობუსისთვის ერთი ბარათით, არ არის ჩართული სამარშუტო ქსელი. ჩვენ ამ სისტემის ინტეგრაციის პროცესში, ბუნებრივია სამარშუტო ტაქსებთან ვმუშაობთ და ისინი ავტოპარკს აახლებენ. ისინიც ჩაერთვებიან ამ გადახდის ერთიან სისტემაში. გვექნება რამდენიმე ტიპის ადამიანებისთვის. როგორი იქნება ბარათის ტიპი, თუ აპარატი, რომელიც გაჩერებაზე დაიდგმება ამასთან დაკავშირებით წლის ბოლოს საზოგადოებას ზუსტ ინფორმაციას მივაწვდით. თუმცა ერთი რამ ვიცით, რომ ყველა ის შეღავათი, რომელიც დღეს მუშაობს ყველანაირი შეღავათი შენარჩუნებული იქნება. ეს მთავარი პრიორიტეტია, რომ ქალაქი განიტვირთოს. გადახდის ერთიანი სისტემა სწორად ვერ აღიქვეს. თუმცა ეს მიღებულია უცხოეთში. გადახდის ერთიან სისტემაში ჩაერთვება სამარშუტო ტაქსები. დღეს რა მარშრუტებითაც ვსარგებლობთ, იმით 2021 წლიდან ვერ ვისარგებლებთ. საერთოდ სხვა ქსელი იქნება. რაც საერთო გადასახადებს ეფუძნება.

 

- მშენებლობა და დაბინძურებული ჰაერი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები რამდენიმე მილიონით დაჯარიმდნენ, მათ სამშენებლო ობიექტებზე, შესაძლებელია ვნახოთ - მუშა უსაფრთხოების წესების დარღვევით.

 

- კანონმდებლობაში ჩვენ გავამკაცრეთ, რომ სამშენებლო მოედანზე, ასევე მშენებარე კორპუსებში ინერტული მასალა შეფუთული უნდა იყოს. ასევე ტრანსპორტირების დროს, დამტვერიანება არ უნდა მოხდეს. მასალა კი სველი მეთოდით უნდა დამუშავდეს, რომ დამტვერიანება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ყველა ეს ინიციატივა საბოლოოდ, ჩვენ ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს. განსაკუთრებით დაკვირვებას წერეთელზე და მელიქიშვილზე ვახდენთ. ასევე აღმაშენებელზე. აქვე მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე მუშაობენ, რომ გაითვალისწინონ მშრალი ხერხით სამშენებლო მასალების დამუშავება, უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერება ამაღლდება ამ კუთხით და მშენებლობაზე და ზოგადად, ამ ტიპის სამუშაოებზე დასაქმებული ჩვენი მოქალაქეები ჯანმრთელობას მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ. პირველი რიგის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ შარშან შევქმენით, სწორედ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარეა. ძალიან დიდი ჯარიმები მივიღეთ. ეს რამდენიმე მილიონი ლარი იყო, რომელიც სამშენებლო კომპანიების მიმართ გამოიწერა. ხოლო მეორე კანონმდებლობა, რომელიც ჩენ შევქმენით, ძალაში ივნისში შევიდა. გვყავს კომპანიები, რომლებიც რამდენიმე მილიონით არიან დაჯარიმებულები თუმცა, იქ მომუშავე მუშა, უსაფრთხოების წესებს მაინც არ იცავს. მნიშვნელოვანია, კომპანიებმა ამ მიმართულებით იმუშაონ და არამარტო ჯარიმებს აერიდონ, არამედ პირველ რიგში ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

 

- რას გვეტყვით მასშტაბურ პროექტზე, რომლის ფარგლებში აეროპორტის ტრასის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს?

 

- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ აეროპორტის ტრასის გზის რეაბილიტაციაა, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება არაადაპტირებული ხიდები, განათება და მონუმენტთან- „ადამიანი და მზე“ ხელოვნური ტბა მოეწყობა. ბუშის თარგზე ტენდერი ჩვენ ცალკე გვქონდა გამოცხადებული, რომლის თანხაც ბევრად ნაკლები იყო. თუმცა, ხელშეკრულება შეწყდა და თანხა არ გადაგვიხდია. მას შემდეგ გადაწყდა, რომ მთლიანი აეროპორტის ტრასის გზის რეაბილიტაცია დაწყებულიყო. ამისთვის, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე განათების და სარწყავი მწვანე ინფრასტრუქტურის კუთხით საერთოდ სხვა ტენდერი შედგა. მიმდინარეობს მთელი აეროპორტის ტრასის, როგორც გზის რეაბილიტაცია, ასევე - მწვანე თარგების. რომელიც გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს და მკაცრი ინსპექტირების ქვეშ არის. ჩვენ ამ წლის შემოდგომაზე ახალი ხე მცენარეები ჩამოგვივა. მონუმენტთან ადამიანი და მზე - ძალიან ლამაზი სივრცე მოეწყობა ხელოვნური ტბით. ფიქრობთ, რომ ასევე შეიცვლება არა ადაპტირებული ხიდები. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება თბილისელებს, სრულყოფილ პროექტს ჩავაბარებთ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner