ნიკა გვარამიას მიმდინარე სასამართლოზე, პროკურორმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორისთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნის საფუძველი განმარტა.
მისი თქმით, გვარამიას საქართველოს საზღვარი 25-ჯერ აქვს გადაკვეთილი და მას საზღვარგარეთ სანაცნობო წრე ჰყავს და შესაძლოა, ის მიიმალოს.
პროკურორის ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში მუშაობისას მან ხელფასის სახით 4 მილიონი ლარი აიღო. მიმდინარე წელს კი, 300 000 ლარზე მეტი. ასევე, ნიკა გვარამია თბილისში, ვაკეში საცხოვრებელ ფართს და აგარაკს ფლობს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულს გირაოს ოდენობად უნდა 80 000 განისაზღვროს ლარი.
პროკურატურა გირაოს გარდა, უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვს.
გვარამიამ პროცესზე განაცხადა, რომ ის არ აპირებს გირაოს გადახდას.