logo_geo
eng_logo
ცენტრის წარმომადგენლის შეხვედრა საზაფხულო ბანაკის მონაწილეებთან ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკას შეეხო
- +

11 აგვისტო. 2019. 13:24

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი კაჭრეთში არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და ატმოსფერული ჰაერის პოლიტიკის შესახებ ესაუბრა.

 

შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა დედაქალაქსა და რეგიონებში, ძირითადი დამბინძურებლები და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები.

 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგადაც მონაწილეებმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალს -air.gov.ge, მისი გამოყენების ინსტრუქციას და პორტალზე განთავსებულ ინფორმაციას გაეცნენ.

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ლექციებისა და შეხვედრების გამართვას, რომლის მიზანია დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის, დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ჰაერის ხარისხის ზეგავლენის შესახებ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner