ავტორი ანა ფერაძე
„გლობალური კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა, ნანა დევდარიანმა „რეპორტიორთან" განათლების ყოფილ მინისტრზე თამარ სანიკიძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მინისტრობა გამორჩეული არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ პედაგოგები მის მიმართ მუდმივად უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.
„თამარ სანიკიძის მიმართ ბევრი უკმაყოფილება იყო. დასავლური გადმოქსეროსებული პროგრამები ძალიან დიდ ეჭვებს და ვარაუდს იწვევს.
ვერ გეტყვთ, რომ როგორც მინისტრის, მისი მოღვაწეობა გამორჩეული იყო. გარდა იმისა, რომ პედაგოგები მის მიმართ მუდმივად უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.
რაც შეეხება ახალ მინისტრს, ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას, მასზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან მის ბიოგრაფიას არ ვიცნობ. დანარჩენი უშუალოდ მისი მოღვაწეობის პერიოდში გამოჩნდება", - ამბობს ნანა დევდარიანი.