იერუსალიმში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ტაძრის მთაზე არაბ-მუსლიმთა თემის წარმომადგენლებსა და ისრაელის პოლიციას შორის დღეს მომხდარი შეტაკების შედეგად, სამოცზე მეტი ადამიანი დაშავდა.
კონფლიქტი მუსლიმურ დღესასწაულის - ყურბან-ბაირამის დროს დაიწყო, რომელიც წელს იუდაურ მეხუთე თვის მარხვას დაემთხვა, როდესაც ებრაელები წარსულში დანგრეულ ტაძრებს გლოვობენ.
წითელი ნახევარმთვარის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 61 პალესტინელი, რომელთაგან 15 ჰოსპიტალიზებულია.