logo_geo
eng_logo
შეტაკება იერუსალიმში - რა მოხდა ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე
- +

11 აგვისტო. 2019. 18:56

 

იერუსალიმში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ტაძრის მთაზე არაბ-მუსლიმთა თემის წარმომადგენლებსა და ისრაელის პოლიციას შორის დღეს მომხდარი შეტაკების შედეგად, სამოცზე მეტი ადამიანი დაშავდა.

 

კონფლიქტი მუსლიმურ დღესასწაულის - ყურბან-ბაირამის დროს დაიწყო, რომელიც წელს იუდაურ მეხუთე თვის მარხვას დაემთხვა, როდესაც ებრაელები წარსულში დანგრეულ ტაძრებს გლოვობენ.

 

წითელი ნახევარმთვარის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 61 პალესტინელი, რომელთაგან 15 ჰოსპიტალიზებულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner