ავტორი ანა ფერაძე
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე თამარ სანიკიძის მოღვაწეობას განათლების მინისტრის პოსტზე დადებითად აფასებს. ამის შესახებ კობახიძე „რეპორტიორს" ესაუბრა.
რაც შეეხება სანიკიძის გადაყენებას, კობახიძის თქმით, რეფორმები ხშირ შემთხვევაში ცვლილებას მოითხოვს და ეს ყველაფერი უკეთესი შედეგების მისაღებად ხორციელდება.
„საკმაოდ ბევრი იმუშავა თამარმა. საკმაოდ სერიოზული გამოწვევები იყო განათლების სისტემაში. ძალიან დიდი რეფორმა დავიწყეთ. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდა. ეს არ იყო ადვილი საქმე. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევები ხშირად მეტ ენერგიას და მეტ სიახლეს ითხოვს. რეფორმები ყოველთვის მოითხოვს ცვლილებას და ახალ სისხლს. შესაძლებელია, გარკვეულმა საჭიროებებმა განაპირობა თამარ სანიკიძის გადაყენება. ამ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი. ეს არის მისი უფლებამოსილება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი კეთდება უკეთესი შედეგების მისაღებად, საუკეთესო მიზნებიდან გამომდინარე", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება განათლების ახალ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას, კობახიძე მას კვალიფიციურ და გამოცდილ კადრად აფასებს.
„ვიცი, რომ საკმაოდ გამოცდილი, კვალიფიციური კადრია. საინტერესო კადრია. დანარჩენს საქმეში ვნახავთ", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.