logo_geo
eng_logo
კანარის კუნძულებზე ტყე იწვის
- +

11 აგვისტო. 2019. 23:05

 

კანარის კუნძულებზე ტყე იწვის. „როიტერის“ ინფორმაციით, ხანძარი ტყის მასას კუნძულ გრან კანარიაზე გაუჩნდა. ხანძარმა უკვე 900 ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქებიდან: არტენარადან, ტეხედადან და გალდარიდან 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

ხანძარი, რომელიც ქალაქ ლას პალმასიდან 30 კილომეტრში მძვინვარებს, დამსვენებლებისთვის პოპულარული ეროვნული პარკისკენ ვრცელდება. ცეცხლის ჩასაქრობად ხელისუფლება თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს იყენებს. პოლიცია აცხადებს, რომ ხანძარი სავარაუდოდ ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების მიერ მეტალების შესადუღებელი ელექტრომოწყობილობის გამოყენების გამო გაჩნდა.

 

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner