logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
- +

12 აგვისტო. 2019. 11:27

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავეს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან „მაკაროვის“-ის სისტემის ცეცხლსასროლ იარაღი, 8 საბრძოლო ვაზნა და ერთი მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner