logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ჭკუასელი: ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრის პოსტზე ხილვამ ძალიან გამახარა
- +

ავტორი ანა ფერაძე

4 ივნისი. 2016. 00:58


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეიმურაზ ჭკუასელი თამარ სანიკიძის განათლების მინისტრის პოსტიდან გადაყენებას ეხმიანება და „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ მისი საქმიანობით გარკვეულწილად კმაყოფილია. როგორც ჭკუასელი აღნიშნავს, იგი მოხარულია, რომ სანიკიძე „ქართული ოცნების" გუნდის წევრად რჩება.


„პირადად მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ქალბატონ თამართან, რადგან ხშირი კონტაქტი მქონდა მასთან, წმინდა მშენებლობის თვალსაზრისით. ჩემი თხოვნით და მისი დახმარებით ჩოხატაურში რამდენიმე სკოლა ავაშენეთ. ამ მიმართულებით, ძალიან  გახარებული და კმაყოფილი ვარ.

 

თამარ სანიკიძეს ბევრი სიახლის შემოტანის სურვილი ჰქონდა განათლების სისტემაში. მაგრამ, ბატონი გიორგის ხედვა ცოტა სხვანაირი იყო და მან თავად ილაპარაკა ამის შესახებ. მან 4-პუნქტიანი სამომავლო გეგმა წარმოადგინა და როგორც ჩანს, ადამიანი, რომელიც მოვიდა ახალ მინისტრად, ამ შეხედულებებს იზიარებს. რა თქმა უნდა, ახალ კონცეფციას ახალი ადამიანი უფრო კარგად დაიწყებს.

 

რაც შეეხება ქალბატონ თამარს, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, პრემიერმა დიდი მადლობა გადაუხადა და ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად", - განაცხადა თეიმურაზ ჭკუასელმა.

 

რაც შეეხება ალექსანდრე ჯეჯელავას კანდიდატურას, თეიმურაზ ჭკუასელის თქმით, იგი მოხარულია, რომ ჯეჯელავა განათლების მინსიტრის პოსტზე იხილა.

 

„სრულიად შემთხვევით, ერთხელ ტელევიზიაში მის ინტერვიუს მოვკარი თვალი და იმდენად დამაინტერესა, რომ ვეღარ გადავრთე და დიდ ხანს ვუყურებდი. ამ გაგებით ძალიან საინტერესო ადამიანია, არაორდინარული, აბსოლუტურად თანამედროვე შეხედულებების მქონე. ახლა რომ დავინახე ახალ მინისტრად, ძალიან გამიხარდა", - აღნიშნა ჭკუასელმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner