logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: გიორგი კვირიკაშვილმა სამართლიანად განახორციელა საკადრო ცვლილება
- +

ავტორი ანა ფერაძე

4 ივნისი. 2016. 01:00


"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „რეპორტიორთან" თამარ სანიკიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პრემიერის გადაწყვეტილება სწორი იყო. ლორთქიფანიძის თქმით, თამარ სანიკიძის გატარებულმა რეფორმებმა კრახი განიცადა. როგორც ლორთქიფანიძენ აღნიშნა, თამარ დანიკიძე დაკავებულ თანამდებობას არ შეეფერებოდა.

 

„მე და ჩემმა მეგობრებმა თვეების განმავლობაში საკმარისზე მეტი მტკიცებულება წარმოვადგინეთ იმისთვის, რომ მინისტრი სანიკიძე გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან და რეალურად ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა სამართლიანად განახორციელა საკადრო ცვლილება.

 

რა შემგდომი მოქმედებები განხორციელდება თამარ სანიკიძესთან  დაკავშირებით უცნობია. შესძლოა ის აპირებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწეილეობა და ეს მისი საქმეა. მაგრამ, ფაქტია, რომ იმ ჩავარდნილი რეფორმების ფონზე, რაც ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში კრახით დასრულდა, ქალბატონი სანიკიძე აღარ შეეფერებოდა არსებულ თანამდებობას. 

 

რეფორმები, რომელთა განხორციელებაც 2013 წლიდან უნდა დაწყებულიყო, დღემდე არ დაწყებულა და საბოლოო ჯამში, პრემიერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.


რაც შეეხება განათლების ახალ მინსიტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას, ლორთქიფანიძის თქმით, მისი ბიოგრაფია შთამბეჭდავია.

 

„ადამიანური რესურსების მართვის, დროის მართვის, მენეჯმენტის კუთხით მნიშვნელოვანი ბექგრაუნდი აქვს.

 

ვფიქრობ, დრო გამოავლენს ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე რამდენად გაამართლებს ბატონი ჯეჯელავა.

 

 ხელისუფლებისთვის, რომელიც ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, უმთავრესი პრიორიტეტი განათლება და მეცნიერება უნდა იყოს" ,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner